გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე; მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება